„ქალებო, მინდა იცოდეთ – თქვენ არ ხართ იდეალურები, თუმცა ჩვენზე ბევრად უკეთესები ხართ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა ქვეყნის მმართველი ქალი იქნება, ჩვენ შესამჩნევი გაუმჯობესება გვექნება ყველაფერში“.
ობამა აშშ-ს პრეზიდენტი 2009-დან 2017 წლამდე იყო. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, მან, ცოლთან, მიშელ ობამასთან ერთად ორგანიზაცია დააარსა, რომლითაც ახალგაზრდა ლიდერებს განვითარებაში ეხმარება.
წყვილი კუალა-ლუმპურში „ობამას ფონდის“ ღონისძიებაზე გასულ კვირას იმყოფებოდა.
