ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში უკვე მეორედ განხორციელდა პროექტი „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“.
პროექტი დასრულდა 14 დეკემბერს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პოლონეთის, ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით და პოლონელი პიანისტი, 2017 წლის არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი, შიმონ ნერინგი წარდგნენ მსმენელის წინაშე. ღონისძიება თანადაფინანსებული იყო პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან.
6-14 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში, საქართველოს მწერალთა სახლში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 4 კონცერტი ჩატარადა, რომელშიც საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობენ.




