LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა მილიონერი „სამოთხეში“ საცხოვრებლად რჩეულებს ეძებს

70 წლის კარლ რაიპენმა, რომელმაც ქონება ცივი ყავის ბიზნესით დააგროვა, უჩვეულო განცხადება გავრცელა. კარლი ეძებს 10 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად მოშორებულ ფერმაში იცხოვრებს. ბიზნესმენს სურს, რომ პატარა სამოთხე მოაწყოს და ეს გარემო სხვებსაც გაუზიაროს.

მილიონერის სტუმრები განცალკევებულ სახლებში იცხოვრებენ და თითო სახლი ორ ადამიანზე იქნება გათვლილი. დანარჩენი ნაგებობების, მათ შორის მარნის გამოყენებაც ყველას ერთნაირად შეეძლება.

რჩეულებს უამრავი თავისუფალი დრო ექნებათ და შეეძლებათ, ბუნებით დატკბნენ, ისეირნონ, ითევზაონ, იცურაონ, იშოპინგონ, ნავით გაცურონ და ფრინველებს დააკვირდნენ. კარლს საჯინიბოც აქვს და სტუმრებს უსაყვარლესი ცხენებიც ელოდებათ.

ბიზნესმენმა მიწა 2000 წელს შეიძინა და დღეს მისი სამფლობელოს ფასი 5,6 მილიონს აჭარბებს. ფერმა დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად ერთ საათიანი მგზავრობაა საჭირო.

მოსაწვევის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ქალი იქნება ეს თუ მამაკაცი და ერთადერთი პირობაა ის, რომ სტუმრები 70 წელზე უფროსები არ უნდა იყვნენ.