ლატვიელმა დეპუტატმა, გატის ლიცისმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან 1 თვის განმავლობაში მხოლოდ პენსიით (64 ევრო) იცხოვრა.
ლიცისის თქმით ამ იდეის განხორციელება მან მინიმალურ პენსიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟის შემდეგ გადაწყვიტა.
დეპუტატმა განმარტა, რომ მან სრულფასოვანი კვება ვერ მოახერხა, ბოსტნეულის და ხილის ყიდვაც ვერ შეძლო. ერთ თვეში ლიცისმა 8 კილო დაიკლო.
“მაგრამ, მე ამ ფულით მხოლოდ პროდუქტი ვიყიდე, პენსიონრებმა ამ ფულით გათბობის და სხვა რაღაცეების ხარჯებიც უნდა დაფარონ”- აღნიშნა დეპუტატმა.
ლიცისმა აღიარა, რომ მისი ექსპერიმენტი ჯანმრთელობისთვის კარგი არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი თვე გასტანა “პენსიით ცხოვრებამ”
