LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის ელენეს მწვავე ლეიკემია დაუდგინეს – ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

9 წლის ელენე მუშკუდიანს თურქეთში სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, რაც ოჯახის ინფორმაციით, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდის თურქეთში გადაფრენა და სტამბულში მემორიალის კლინიკაში დაწვენა საუთარი ხარჯებით  შეძლო.

“ამ ეტაპზე არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა თანხა იქნება მთლიანად საჭირო ელენეს მკურნალობისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ თანხების მობილიზებას. საავადმყოფომ პირველადი შესატანი მოგვთხოვა 50 000 დოლარი. ეს არის თანხა, რისი მობილიზებაც შევძელით, მაგრამ დამატებითი ხარჯებისთვის აღარაფერი გვაქვს. ვცდილობთ, მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ თანხების მოძიება. თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეგვიძლია კლინიკიდან მივიღოთ ყოველ საღამოს, იმ დღის დანახარჯი ინვოისი. ყოველდღიური კალკულაცია იმის შესახებ, რაც ელენიკოს გაუკეთდება. ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება, სამწუხაროდ ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები არ არის საკმარისი მისი მკურნალობისთვის, იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაუდგება ელენეს გვერდით და შეუძლებელს შევძლებთ”, – ამბობს ოჯახი.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
საქართველოს ბანკის ანგარიშზე
#GE12BG0000000161538671
ან პირადი ნომრით: #45001035843
მიმღები: გულნარა მახათაძე

თიბისი ბანკი
#GE40TB7725445064300007
მიმღები: გულნარა მახათაძე
დანიშნულება: ელენესთვის

—-
You can transfer the amount to:
Bank of Georgia
#GE12BG0000000161538671
ID: #45001035843
Receiver: Gulnara Makhatadze

TBC Bank
#GE40TB7725445064300007
Receiver: Gulnara Makhatadze
Subject: For Elene