LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში” – რა თქვა ილია მეორემ კარდინალთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ვატიკანის დელეგაციის ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს ყველა რთულ დროს ცხოვრობს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა. მეოთხე საუკუნეში ოფიციალური რელიგია გახდა ქრისტიანობა მირიან მეფის დროს და მეხუთე საუკუნეში ავტოკეფალური.

ცნობილი კანონისტი, მალსაბონი, რომელიც შემდეგ იყო ანტიოქიის პატრიარქი, ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესია და კვიპროსის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ნეტარი პეტრეს დროს. საქართველოშიც პეტრე იყო და ანტიოქიაშიც პეტრე იყო. მე-11 საუკუნეში საქართველოს მეთაურს ებოძა პატრიარქის წოდება.

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, საით მივდივართ, აღმა თუ დაღმა” - ილია მეორე

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე და იმაზე, საით მივდივართ, აღმა თუ დაღმა”- ბრძანა ილია მეორემ დღეს ქადაგებისას. დღეს სამებაში ანდრია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. “ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, ჩვენ შევქმენით ხატები წმინდისა ანდრიასი და საოცრად დაგვეხმარა და ტაძრები აშენდა მთელ საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი […]

ბევრი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი საქართველოს. ჩვენ ვიცავდით ჩვენს ეროვნებას, კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ენას და დღემდე ვცხოვრობთ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ გვაქვს ძმური ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში.

ასე რომ, თქვენი ვიზიტი დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით“, – ბრძანა პატრიარქმა.