LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–მ და Kia–მ მილიონამდე ავტომობილი უკან გამოიწვიეს

Hyundai–ს და Kia–ს 6 მოდელი სხვადასხვა დეფექტის გამო ბაზრიდან უკან გამოიწვიეს. სარემონტო სამუშაოები ნახევარ მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხება და უმეტეს შემთხვევაში პრობლემა ძრავის მუშაობაშია.

სერვის ცენტრში მინივენ – Hyundai Grand Starex–ს, კომერციულ Porter 2 –ს და მიკროავტობუს – Solati–ს გაუშვებენ. პრობლემები აქვს ასევე Kia Sorento–ს და ისიც სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტურბოძრავ 2.4–ის და 2.0–ის გამო მწარმოებლებმა 300 ათასამდე ავტომობილი კანადაშიც გამოიწვიეს, მოგვიანებით კი პრობლემა სამხრეთ კორეაში გაყიდულ მოდელებს შეექმნათ.