ჩინურმა სტარტაპმა Xiaopeng Motors–მა ელექტროქარი P7–ის გაყიდვა დააანონსა. 4880 მმ. სიგრძის სიახლე, რომელმაც 266 ძალის ელექტროძრავი მიიღო – 240 ათას იუანად შეაფასეს. შედარებისთვის იგივე გაბარიტების Tesla Model S–ის ფასი ჩინეთში 794 ათასი იუანიდან იწყება.
Xpeng P7–ის საბაზისო ვერსია 266 ცხენის ძალითაა აღჭურვილი და 81 კილოვატ–საათიანი ელემენტი აქვს. მსგავსი მახასიათებლები მოდელს 550 კილომეტრი სვლის მარაგით უზრუნველყოფს.
მყიდველს მდიდრული სალონი, ვირტუალური პანელი, 10,25 დიუმიანი დისპლეი და მრავალფეროვანი მულტიმედიური სისტემაც ელოდება. გარდა ამისა, ელექტრომობილისთვის მესამე თაობის ავტოპილოტიცაა გათვალისწინებული, რაც ავტომატურ პარკირებას და მაგისტრალზე დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს გულისხმობს.
ხოლო მათთვის, ვისთვისაც 550 კილომეტრიანი სვლის მარაგი საკმარისი არ არის, Xpeng Motors ბევრად გამძლე ვერსიას შექმნის და მოგზაურობის მანძილი 650 კილომეტრამდე გაიზრდება. ბუნებრივია, მოიმატებს საწყისი ფასიც და ღირებულება 270 ათასი იუანი გახდება.








