LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

განეწყვეთ პოზიტიურად, რადგან სწორედ ისე წარიმართება მთელი წელი, როგორც პირველ დღეებს აღნიშნავთ, თუმცა, მაინც არ ღირს ზედმეტი ალკოჰოლის მიღება, რათა არ გამოიწვით კონფლიქტები, რისი ალბათობა ძალიან მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და კაპიტალის დაბანდებისათვის. არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ პრობლემებს.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და ვერცხლისფერი გააფორეთ მწვანე, ლურჯი და იისფერი აქსესუარებით. მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო კი, ბუნებრივი შარმის გაძლიერებაში, კოსმოსის დადებითი ენერგიის და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად წარმატებული დღე ელით ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.