LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლელა წურწუმიამ ბედობას მთელი დარბაზი აამღერა

ლელა წურწუმიამ ბედობას კონცერტი გამართა. „მონოჰოლში“ მის მოსასმენად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ლელამ ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად, ტრადიციული პროგრამის გარდა, ასევე წარადგინა აღმოსავლური რეპერტუარიც, რომელიც ბენდის მუსიკოსებთან ერთად ახალახან მოამზადა, საახალწლო კონცერტებისთვის.

ლელა წურწუმიასთან ერთად მთელი დარბაზი ამღერდა. მისმა თაყვანისმცემლებმა ყველა კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იციან და მომღერალს მათ შესრულებაში სიამოვნებით ეხმარებოდნენ.