პატიმრობა ზურაბ ჯღარკავას – რუსთავის საქალაქო სასამართლომ 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას დაუსწრებლად პატიმრობა უკვე ჰქონდა შეფარდებული და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, თუმცა ადვოკატი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ჯღარკავას გათავისუფლებას ითხოვდა.
პოლიციელებმა მამაკაცის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და გვამი მტკვარში გადააგდეს - დაკავებულია 5 პირი
უწყების ცნობით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.
საქმის პროკურორის – გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, ზურაბ ჯღარკავა სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს, მას თან ჰქონდა თანხა, კერძოდ, აზერბაიჯანული მანათი და სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
დაცვის მხარემ, ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა, ზურაბ ჯღარკავას 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძე გასული წლის ოქტომბერში მდინარე მტკვარმა გამორიყა. მის ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ოჯახი მუმლაძეს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ეძებდა.
