ქალმა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, სხვების დასახმარებლად ევროპაში მოგზაურობა გადაწყვიტა. 39 წლის ურსულა მარტინი ათასობით კილომეტრს გადის ფეხით, რათა ქველმოქმედებისთვის თანხა მოაგროვოს.
ურსულას გამბედავი გადაწყვეტილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
39 წლის ქალმა მოგზაურობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე, ფეხით 5 000 -მდე კილომეტრი გაიარა.
”ამის გაკეთება ნამდვილად რთულია და დაღლილი ვარ. თუმცა, ვცდილობ ტემპს არ ჩამოვრჩე”-ამბობს ურსულა.


