LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და შეუპოვარი თხის რქის, მთვარე კი, ფრთხილი და ერთგულებით გამორჩეული კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, აკონტროლეთ ბიუჯეტი და შეასრულეთ ყველა დაპირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, იასპი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს და მშვილდოსანს.