ნინო ფრანგულაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც მარიამ იორამაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მის დედას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია. ოჯახმა გულის გადანერგვაზე თანხმობა მინსკის კარდიოლოგიური ცენტიდან უკვე მიიღო, თუმცა ოპერაციისთვის, 110 000 დოლარია საჭიროა.
“მინდა თხოვნით მოგმართოთ დედას გადასარჩენად
ნინო ფრანგულაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა), თქვენი დახმარბისა და გვერდში დგომის გარეშე არაფერი გამოგვივა მე და ჩემს ოჯახს. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი ოდესმე თუ მეც ამის გაკეთება მომიწევდა, მაგრამ ეს დღეც დადგა და ოჯახის ყველა რესურსის ამოწურვისა და გამოუვალი მდგომარების გამო მომიწია ჩემი ხალხისთვის დახმარების თხოვნა.
დედას აქვს კარდიომიოპათია ( მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულის ფიბრილაცია თრთოლვა) თანდართული გულის მწვავე უკმარისობით. აღნიშული დაავადების შესახებ შევიტყეთ 2018 წელს, რომლის შედეგადაც იმპლანტირებულ იქნა კარდიოვერტერდეფირილატორით ( ICD )სიცოცხლისთვის საშიშ არითმიასთან საბრძოლველად. 2019 წელს კი ჩაუტარდა აბლაცია რადიოსიხშირული მეთოდით. ყოველი დღის გასვლასთან ერთად დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ გულის გადარგვაა საჭირო.
სიცოცხლისთვის საშიში არითმიის და კალიუმის უეცარი ვარდნის გამო ხშირად უწევს ჰოსპიტალიზაცია. მედიკამენტოზური მკურნალობის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და იზრდება რისკი სხვა ორგანოების დაზიანებისა თუ სწრაფად არ მოხდა გადანერგვა.
გულის გადანერგვაზე თანხომა მივიღეთ მინსკის (ბელორუსია) კარდიოლოგიური ცენტიდან, რომელიც შეადგენს 110 000 დოლარს ან ექვივალენტს ლარში.
სამწუხაროდ თანხის უქონლობის გამო გულის გადანერგვა დღემდე ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ გულის გადანერგვის შემდეგ დედას აქვს შანსი სრული გამოჯანმრთელებისა. მე და ჩემს ოჯახს თქვენი იმედი გვაქვს.
მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ ჩემი დედიკოს სიცოცხლის გადასარჩენად
გთხოვთ გააზიარეთ ![]()
თიბისი ბანკი: GE02TB7151945063300002
საქართველოს ბანკი : GE08BG0000000043827400
ლიბერთი ბანკი: GE83LB0711135174358000
მიმღები: მარიამ იორამაშვილი
https://www.facebook.com/mariam.ioramashvili.5/posts/3141109215918809
