LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი საშობაო ნატვრაა ყოველი დილა იწყებოდეს ამ ადამიანთან ჩახუტებით-მარიკო სადრაძე

სოციალურ ქსელში ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში ანიტას დედა, მარიკო სადრაძე ფოტოებს აქვეყნებს მის საშობაო ნატვრაზე წერს.

“ჩვენი საშობაო ნატვრაა ყოველი დილა იწყებოდეს ამ ადამიანთან ჩახუტებით. იმდენ რამეშია ახლართული გვენატრება მასთან კონტაქტი და როდესაც ცოტა ხნით ხსნიან, რიგი გვაქვს მე და მამამისს”, – წერს მარიკო სადრაძე ფეისბუქში.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ ანიტა მდგომარეობიდან გამოიყვანონ ​თერაპიული მკურნალობით. ხოლო თუ ეს არ გაამართლებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ხელოვნური გულის, ან პირდაპირ გულის გადანერგვა გახდეს საჭირო.