LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 7-8 იანვარს

ხვალ, 7 იანვარს, საქართველოს უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდი იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“7 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს” – წერია ინფორმაციაში.