ორადგილიანი სპიდსტერის Ferrari Monza SP2–ის მფლობელმა გადაწყვიტა, რომ თავისი სპორტქარი დათოვლილ ალპებში დაეტესტა. საკმაოდ ეფექტური ვიდეო–რგოლი მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Monza–ს სუპერქარები კუპე Ferrari 812 Superfast–ის ბაზაზეა აწყობილი და იტალიური კომპანიის ყველაზე მძლავრ მოდელად ითვლება. ავტომობილი მოძრაობაში 810 ცხენის ძალას, 6,5 ლიტრის V12 ძრავს მოყავს.
ვიზუალურად Ferrari Monza 1950–იანი წლების ბოლიდის სტილშია შესრულებული. პირველ „ასეულს“ მოდელი 2,9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ–ია.
