მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და გარისკვა. იძულებული გახდებით გადახედოთ და შეცვალოთ ძველი გეგმები, არაა გამორიცხული გაგიჩნდეთ სამსახურის, საქმიანობის სფეროს შეცვლის სურვილიც. ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება სხვათა რჩევებს. უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვირის მეორე ნახევარში მიიღოთ, მანამდე კი, დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით რადგან ნებისმიერი ახალი წამოწყება მარცხით დასრულდება და მხოლოდ იმედს გაგიცრუებთ.
კურო – საკმაოდ სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, განსაკუთრებული ორგანიზებულიბა და შრომისუნარიანობა კი, ყველა ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. არ გაგჭირდებათ საკუთარი ინტერესების დაცვა და ფინანსური დავის თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა. მთავარია მოერიდოთ გარშემომყოფთა კრიტიკას და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, რადგან ასე მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით. სასიკეთო კვირაა მოგზაურობისთვის, ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად და კაპიტალის დასაბანდებლად.
ტყუპები – ნაკლებად სტაბილური, საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე მაღალია გაცივების, ავად გახდომის ალბათობა. მოერიდეთ აქტიურ მოქმედებას, მაქსიმალურად შეზღუდეთ გარშემომყოფებთან ურთიერთბა, რადგან გაღიზიანება და ემოციური არასტაბილურობა მხოლო კონფლიქტებს და უსიამოვნებებს მოგიტანთ. ყურადღება გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ, რომლებიც ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რათა თავად არ შეაფერხოთ საკუთარი განვითარება. კვირის პირველ ნახევრაში ნაკლებად გაამართლებს შეხვეგრები საქმიან პარტნიორებთან, ამიტომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კვირის მეორე ნახევრისთვის გადადეთ.
კირჩხიბი – დინამიური, თუმცა რთული კვირაა. მართალია, გაგიჩნდებათ ავტორიტეტის ამაღლების, გავლენის სფეროების გაფართოვების სურვილი, მაგრამ თქვენი აქტიურობა მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა არ გაგიჭირდებათ იდეების რეალიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და საინტერესო, მეტად საჭირო ადამიანების გაცნობა.
ლომი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსი არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების საშუალებას, ამიტომ უმჯობესია დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებთ, მით უფრო, რომ დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე მაღალია გაცივების, ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. ყურადღბა გამოიჩინეთ საქმიანი პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან პრეტენზიის გამოთქმას და პრობლემების შექმნასთან ერთად გუნება-განწყობასაც სერიოზულად გაგიფუჭებენ. ბევრად შედეგიანი იქნება მნიშვნელოვანი საკითხების კვირის მეორე ნახევარში მოგვარება, მთავარია გულდასმით შეისწავლოთ ყველა წვრილმანი და სცადოთ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
ქალწული – იღბლიანი, მეტად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და სხვათა ხელმძღვანელობას, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და საქმიანი პარტნიორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ახალი პროექტების დასაწყებად და საქმიანობის სფეროს შესაცვლელად, რაშიც მოზღვავებული ენერგია, შრომისუნარიანობა და შინაგანი ქარიზმა დაგეხმარებათ.
სასწორი – ნაკლებად შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა წვრილმანი პრობლემების მოგვარებაც ძალიან გაგიჭირდებათ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საკთხების მოწესრიგება კვირის მეორე ნახევრისთვის გადადოთ, მანამდე კი, დაისვენოთ, მოერიდოთ ზედმეტ პასუხისმგებლობას და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით, მით უფრო, რომ მოზღვავებული ემოციების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ თავის შეკავება, ადვილად გაღიზიანდებით და განაწყენდებით. არაა გამორიცხული მოგიხდეთ ახლობელთა დახმარება, რაც საკუთარი გეგმებზე უარის თქმას გაიძულებთ. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დამშვიდებასაც შეძლებთ და მანამდე დაგროვილი პრობლემების წარმატებით გადაჭრასაც.
მორიელი – დინამიური, საკმაოდ იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა, მთავარია გაითვალისწინოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და გავლენიანი თანამოაზრების მოსაძიებლად, ავტორიტეტის გასაძლიერებლად და მატერიალური მდგონმარეობის გასაუმჯობესებლად.
მშვილდოსანი – მნიშვნელოვანი გარდაქმნების კვირაა. ცვლილებები გელით როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. კარგი პერიოდია ძველი შეცდომების გამოსასწორებლად და დაპირებების შესასრულებლად, ვალების გასასტუმრებლად და კაპიტალის დაბანდებით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, იმოქმედოთ გააზრებულად და თავი შეიკავოთ ჩვეული სულსწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისგან.
თხის რქა – მზე და გამარჯვების პლანეტა იუპიტერი თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ხართ. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურობა, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. თამამად შეგიძლიათ შეუდექით გეგმების განხორციელებას და აუცილებლობის შემთხევაში კორექტივების შეტანას, ნუ შეგეშინდებათ სამსახურის ან საქმიანობის შფეროს შეცვლა, რადგან ნებისმიერი წამოწყება გაამართლებს და მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად, ნაცნობთა წრის გადასახალისებლად, ახალი მეგობრების შესაძენად და ნაკლებად საიმედო ადამიანებთან ურთიერთობის დასასრულებლად.
მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, შესაძლოა გახდეთ ავადაც. მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გააქტიურდებული კონკურენტების და ფარული მტრების მიმართ, რომლებიც ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი საქმეების მოგავრება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მოვლენების ობიექტურად შეფასება და მართებული გადაწყვეტილების მიღება.
თევზები – მეტად პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ინტუიციის წყალობით, მარტივად განსაზღვრავთ გარშემომყოფთა სურვილებს, მოტვაციას და სწორედ მათი გათვალისწინებით შეძლებთ საკუთარი მიზნების მიღწევას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანობის ახალი სფეროს მოსაძიებლად, სამომავლო გეგმების დასასახად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შანსი.
გეომაგნიტური დღეები – 7, 9, 10 და 12 იანვარი.
