LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისური ალილო – ყველას გილოცავთ და ბედნიერად იყავით! (ფოტო, ვიდეო)

საქართველოში მრავალსაუკუნოვანი “ალილოს” ტრადიცია თბილისის ქუჩებში წელსაც საზეიმო მსვლელობით აღინიშნა. უფრო ადრეულ პერიოდში “ალილოს” მომღერლები შობის წინა ღამეს ოჯახებს ჩამოუვლიდნენ და ახალ წელს სიმღერით ულოცავდნენ. მასპინძელი კი სასურველ სტუმრებს სანოვაგეებიოთ უმასპინძლდებოდა.

საქართველოს ქალაქებში ალილო თეატრალიზებული მსვლელობით აღნიშნეს (ფოტო)

ტრადიციული დღესასწაულის მონაწილეთა მსვლელობა დედაქალაქში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. სწორედ ეს იყო შეკრების ადგილი, სადაც თბილისის თითქმის ყველა ეკლესიის მრევლმა მოიყარა თავი და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ.

„ალილოს” მონაწილეთა შორის იყვნენ ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები. სასულიერო პირებთან, უბრალო მოქალაქეებთან, რომლებმა თეატრალური მსვლელობის მონაწილეებთან ერთად, ვიდრე სამების ტაძრამდე მივიდოდნენ, გზად სხვადასხვა ლოკაციებზე შეჩერდნენ.

„ალილოს“ მონაწილეების ერთ-ერთი ლოკაციის ადგილი პრეზიდენტის რეზიდენცია იყო, სადაც მასპინძელმა – ორბელიანის რეზიდენციიდან მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცა და შობა მიულოცა.

„გილოცავთ შობას, ვულოცავ მთლიან საქართველოს! მინდა, რომ ყველა ოჯახში იყოს, პირველ რიგში, სიმშვიდე. ამ წელიწადმა და შობამ მოგიტანოთ სწორედ სიმშვიდე, სიკეთე, ბედნიერება ყველა ოჯახში და რაც მთავარია, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ბავშვებისთვის. ასევე, რაც ყველაზე უფრო გვაწუხებს, ქვეყნის მთლიანობა მოეტანოს. ყველას გილოცავთ და ბედნიერად იყავით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“ალილომ” საქართველოს მთავარ საკანონმდებლოსაც მიაკითხა. პარლამენტის შენობასთან მისულ სტუმრებს, სადაც უმრავლესობის დეპუტატები დახვდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

საზეიმო მსვლელობით  თბილისელი “ალილოელები” დედაქალაქის საკრებულოსთანაც შეჩერდნენ, სადაც მათ საკრებულოს დეპუტატებმა შობის დღესასწაული მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.

სამებამდე ბოლო ლოკაცია საქართველოს საპატრიარქო იყო. “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქმა მსვლელობის მონაწილეებს ქრისტეს შობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება და ეს არის სულიერი ამაღლება. “ზეცა გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე და ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცას.  ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – უთხრა სტუმრებს პატრიარქმა.

რამდენიმე საათიანი მსვლელობა, რომელშიც ყველა ასაკის წარმომადგენელი სიხარულით მონაწილეობდა, დღეს დილას დაიწყო და ოქროსგუმბათიან სამებაში დასრულდა. სწორედ აქ მიიტანეს ტკბილეულით და სხვადასხვა საჩუქრებით დატვირთული ხარ-კამეჩებზე შებმული ურმები, რომელიც შემდეგ დღეებში მოხუცთა, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.