ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წვეულებაზე, ხინკალი და სხვა ქართული კერძები დაამზადეს. ფოტოებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა სამხედროებმა ქართული კერძები სხვადასხვა ეროვნების სამხედროებს და სამოქალაქო პირებსაც დააგემოვნებინეს. ბატალიონის მეთაურმა მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი: მტკიცე მხარდაჭერის” მისიას ასრულებს და მისი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.




