რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ მომღერალი კოტე ქარუმიძე ესტუმრა, რომელმაც საახალწლო ტრადიციებზე და ახალ სიმღერებზე ისაუბრა.
რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ…
მყავს ძაღლი კანე კორსო, დონჩო, რომელიც შარშან ჩვენი მეკვლე იყო და საკმაოდ კარგი წელი გვქონდა, ასე რომ ის იქნება ჩვენი მეკვლე, ახალ წელს სახლში ვხვდებით ხოლმე. ბედობისაც მჯერა და მწამს.
მუშაობთ თუ არა ახალ სიმღერებზე…
ახლა ერთგვარ პიკში ვარ, აღარ ვფიქრობ ჩემი მუსიკალური კარიერის გაგრძელებას, 5, 6 სიმღერა მაქვს დაწერილი, გამზადებული უკვე სამია. ახლა კი ერთს სიმღერას დავაპრემიერებ, რომელიც ნაცნობი სიმღერის რემიქსია. ინგლისური ჯგუფი „უფოს“ სიმღერა „ბელადონა“ გადმოვაქართულე, ტექსტის ავტორია სოფი რაფაელაა, ის ბექ-ვოკალშიც მონაწილეობს, სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…
ზამთარში ვზარმაცობ ხოლმე, გაზაფხულიდან კი ბევრი გეგმა მაქვს.
სიმღერა „ქალბატონოს“ შესახებ მოგვიყევით, რომელსაც დღეს შეასრულებთ…
ეს სიმღერა ბავშვობიდან შემომრჩა, ინგლისურად სიტყვებს ცუდად გამოვთქვამ და გადავწყვიტე, გადმომექართულებინა, რატომაც არა.
კოტე ქარუმიძე – ქალბატონო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კოტე ქარუმიძე – კიდევ ერთხელ. Live
]
კოტე ქარუმიძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



