რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ მომღერალი ნათია ქველაძე ესტუმრა, რომელმაც ახალი სიმღერის პრემიერა გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შევაჯამოთ 2019 წელი
2019 წელს მქონდა სატელევიზიო მიწვევები, ძალიან ბევრი სიმღერა ჩავწერე, რომლებიც დასაპრემიერებელი მაქვს…
საახალწლო ტრადიციების შესახებ გვესაუბრეთ…
ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს და მივყვები როგორც ტრადიციებს, ასევე ასტროლოგიასაც, ვითვალისწინებ რჩევებსაც. რაც შეეხება მეკვლეს, ჩემი მეკვლე ძირითადად ოჯახის წევრია ხოლმე.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…
საკმაოდ ბევრი სიმღერა დამიგროვდა და ალბომის გამოშვებას ვგეგმავ. მაქვს გარკვეული შემოთავაზებებიც.
ახალი სიმღერის შესახებ გვესაუბრე, რომლის პრემიერაც დღეს გაიმართება…
„აკეთე სიკეთე შენც“ ასე ქვია სიმღერას – მინდოდა რაიმე პოზიტიური მესიჯი გამეგზავნა საზოგადოებისთვის, ეს გარკვეული მოწოდებაა. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მე ვარ. ბექ ვოკალში მაკა სირბილაძე და გიორგი ქველაძე არიან, სიმღერა კობა მესხიას სტუდიაში ჩაიწერა.
ნათია ქველაძე – აკეთე სიკეთე შენ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნათია ქველაძე – ყური უგდე საქართველოს. Live
ნათია ქველაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



