LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW Gran Turismo წარმოებიდან მოხსნეს

კომპანია BMW-მ თავისი ერთ-ერთი მოდელის 3-Series Gran Turismo-ს წარმოება შეწყვიტა.

გამოცემა AutoCar-ის ინფორმაციით, 2020 წელს სედანსა და უნივერსალს შორის შუალედური მოდელი აღარ იქნება და GT-ს წარმოება შეწყდება. ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც BMW-მ ფინანსური შეჯამება გააკეთა, განაცხადა რომ Gran Turismo-ს ახალ თაობაში გამგრძელებელი არ ეყოლებოდა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან მარტივია – გაყიდვების მაჩვენებლით GT კროსოვერებს ზედმეტად ჩამორჩება.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ერთმანეთში სედანისა და უნივერსალის მახასიათებლებს აერთიანებდა – მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი წარმოების შეწყვეტა კი ბრენდს ფინანსების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

უფრო ზუსტად, მოკლევადიან პერსპექტივაში 2021 წლისთვის კონცერნი მინიმუმ 12 მილიარდ ევროს დაზოგავს.