LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 წლის მანიაკს, რომელმაც 48 კაცი გააუპატიურა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ბრიტანეთში, მანიაკს, რომელმაც ათობით მამაკაცი გააუპატიურა, საამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. BBC- ის ინფორმაციით, 36 წლის რეინარ სინაგუმ სექსუალური ხასიათის 159 დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის 136 გაუპატიურება. სინაგუ ძალადობდა როგორც ჰომოსექსუალ, ისე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებზე.

სერიული მოძალადე მამაკაცებს საკუTარ სახლში იტყუებდა, სასმელში ნარკოტიკს ურევდა და შემდეგ აუპატიურებდა. ამ ყველაფერის კი ვიდეოზე იღებდა.

გამოძიებამ დაადგინა 48 მსხვერპლი მამაკაცის ვინაობა, თუმცა პოლიციელები აცხადებენ, რომ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ სინამდვილეში მსხვერპლი სულ ცოტა 190 კაცი გახდა. სინაგუ 2017 წელს დააკავეს, როდესაც მისი ერთ-ერთი მსხვერპლი გაუპატიურების დროს გონს მოვიდა, მოძალადე მოიგერია და პოლიცია გამოიძახა.

36 წლის დამნაშავის პრoცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ სინაგუ სექსუალური მანიაკია, რომელიც ყოველTვის იქნება საფრთხის შემცველი. ბრიტანული სამართლის ისტორიაში მან ყველაზე მამაკაცი გააუპატიურა.