აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში გამწვავდა. განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიო, დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებასა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. თუმცა საბრძოლო მოქმედებები ირანმა უკვე დაიწყო და დღეს დილით 11 ბალისტიკური რაკეტა “მტრის ბანაკის” მიმართულებით მაინც გაუშვა. მსოფლიო აშშ საპასუხო მოქმედების მოლოდინშია. ჯერ კიდევ გუშინ, საქართველოში აშშ საელჩომ, საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და ურჩია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შეიკავონ. გუშინვე იყო ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან აღნიშნული საკითხის მოგვარების შესაძლო ვარიანტების განხილვისთვის.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჯერ ნეიტრალიტეტის პრინციპს ვინარჩუნებთ. საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ქვეყნის პირველმა პირმა თავისი განცხადებით “რამე შარი” რომ არ მოგვდოს, ამიტომ ალეკო ოლესაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადამალვას ითხოვს. ელისაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ ჯობია პრეზიდენტმა საერთოდ არაფერი არ თქვას, ვიდრე მისმა სიტყვამ გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს.
ლტოლვილები ირანიდან, ომში ჩართვა თუ რუსული გავლენების გაძლიერება – რა ელოდება საქართველოს აშშ-ირანის ომის შემთხვევაში
“ჩვენს გარშემო უკიდურესად დაიძაბა ვითარება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის განადგურების შემდეგ. ირანში უამრავი ხალხია ქუჩებში და შურისძიებას ითხოვენ. ამ ქალმა კიდე სალომემ არაფერი არ თქვას საერთოდ ამ ვითარებაზე, შარი და დაძაბულობა არ გვაკლია და არ დააბრეხვოს ისევ რამე გამოუსწორებელი. არ ვხუმრობ, მართლა გადამალონ ეს ქალი, იქნება იყოს ვინმე იმ ადმინისტრაციაში მადლიანი და გადამალოს” – წერს ალეკო ელისაშვილი.
2019 წლის გამონათქვამები – ფრაზები, რომელიც გვამახსოვრდება

