LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული, შეუპოვარი და შრომისუნარიანი თხის რქის, მთვარე კი, გონებაგამჭრიახი და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება კონფერენციები და აუქციონები, შეხვედრები და მოლაპარაკებები. კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობისთვის, ხელშეკრულებების და ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად, საბანკო და სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად, ცოდნის და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საოფისე, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. არ ღირს ახალი საქმის, პროექტის დაწყება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და იისფერი, ასევე საფირონი, ტოპაზი, რაუხტოპაზი, გელიოტროპი, წითელი იასპი, გეაცინტი და ლაბრადორი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ასრულდება მხოლოდ კეთილი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.