ამერიკელმა ტუნერებმა 2010 წლის Ford Mustang Shelby GT500 რარიტეტული სატვირთო F-100–ისგან დაამზადეს. გიჟური პორექტის შედეგი კლასიკური ვიზუალის პიკაპი გამოვიდა, რომელმაც უძლიერესი ტურბოძრავი და მექანიკური 6–საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი მიიღო.
ვიზუალურად ძალიან რთულია იმის შემჩნევა, რომ 1965 წლის პიკაპი მოდერნიზებული აგრეგატითაა უზრუნველყოფილი. თუმცა, დაკვირვებული თვალი მძლავ სამუხრუჭე სისტემას და დაბალპროფილიან საბურავებს ალბათ შეამჩნევს.
დატუნინგებული სატვირთოს კაპოტის ქვეშ 5,4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი ჩააყენეს და აგრეგატს 561 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.
ინტერიერი ორიგინალთან მაქსიმალურადაა მიახლოებული და სალონიც 60–იანი წლების სტილშია შენარჩუნებული.











