Volkswagen –მა ექსკლუზიური Arteon R-Line Edition–ის პრემიერა მოაწყო. სიახლე ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა და სერიაში სულ 250 მოდელი შევა. მოდელი სტანდარტული სედანისგან ძარის ფერით იქნება განსხვავებული და თან 20 დიუმიანი დისკებით დამშვენდება.

სპორტული სედანის გაფორმება ტყავის სალონს, ნავიგაციურ სისტემას, სავარძლების გათბობის ტექნოლოგიას და ასევე უსაფრთხოების ასისტენტებს მოიცავს.

R-Line Edition მხოლოდ მძლავრი ორ–ლიტრიანი ტურბოძრავით იქნება ხელმისაწვდომი. ბენზინის აგრეგატი 190–დან 280 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს, დიზელის ვერსიის სიმძლავრე კი 190–დან 240 ცხენის ძალამდე იქნება.

და ბოლოს, სიახლის ფასი 56 ათასი ევროდან დაიწყება და დამატებითი ოფციები ფასს კიდევ უფრო გაზრდის.

