LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი – ამერიკული მედია

ახლახალს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. BBC, CNN, CBS  მედია საშუალებები იმასაც ამბობენ, რომ რაკეტა ლაინერს არა გამიზნულად, არამედ შემთხვევით მოხვდა.

ჯერჯერობით ამ ვერსიასთან დაკავშირებით პენტაგონს კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსული საზენტიო-სარაკეტო კომპექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა.

„სიბიესი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს უკრაინული ავიახაზების ბოინგი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან 3 წუთში ჩამოვარდა. მომხდარს 176 ადამიანი ემსხვერპლა.