შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წლის 20 თებერვალს ეწურება. მსჯავრდებული 7 წელზე მეტია მატროსოვის ციხეში იხდის სასჯელს რამდენიმე დანაშაულზე და მათ შორის 26 მაისის ოპოზიციის აქციის დარბევის გამო.
ყოფილი მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. ბრალი, რომელიც მართლმსაჯულებამ მას წაუყენა, იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე. მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამ დროისათვის სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გაიმართა, სადაც პროკურატურა მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
დაუბრუნდება თუ არა პოლიტიკას ვანო მერაბიშვილი – რას გეგმავს ის ციხის დატოვების შემდეგ
