LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bohemian Rhapsody-ის საოცარი შესრულება – 13 წლის ანჯელინა ჯორდანი ამერიკულ ნიჭიერში მონაწილეობს (ვიდეო)

ნორვეგიელი მომღერალი ანჯელინა ჯორდანი, რომელმაც 7 წლის ასაკში, მისი გასაოცარი ხმის ტემბრით, ვოკალური მონაცემებითა და ვიზუალით მაყურებელს თავი დაამახსოვრა 13 წლის ასაკში სცენაზე კვლავ გამოჩნდა. ანჯელინა ამერიკის ტალანტ-შოუში მონაწილეობს.

რამდენიმე დღის წინ კონკურსზე მან ჯგუფ “ქუინის” “ბოჰემური რაფსოდიის” ქავერ ვერსია წარმოადგინა. 4 წევრისგან შემდგარი ჟიური გაოცებული დარჩა მისი ინტერპრეტაციით და ჟიურის წევრ ჰეიდი კლუმისგან  ოქროს ღილაკიც დაიმსახურა.

ფეხშიშველა გოგონა პირველად სცენაზე 7 წლის ასაკში, ნორვეგიის ტალანტ-შოუში გამოჩნდა და მას შემდეგ სცენაზე მუდამ ასე გამოდის. ამის მიზეზი უსახლკარო ბავშვები არიან, რომლებსაც ფეხსაცმელები არ აქვთ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=207&v=uOS1W8_J0YY&feature=emb_title