ერაყში განთავსებულ ბალადის ავიაბაზა ცოტა ხნის წინ დაიბომბა. უცხოური მედიის ცნობით, ბაზაზე 7 ბომბი ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 4 ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა დარტყმას დონალდ ტრამპმა მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით უპასუხა, როგორც ჩანს, ირანის მხრიდან შეტევა ისევ გრძელდება.
უნდა დავასრულოთ ტერორიზმის მხარდაჭერა, ირანთან ისეთი გარიგება უნდა დაიდოს, რომელიც მსოფლიოს უკეთესს გახდის, ირანი შესაძლოა ძალიან კარგი ქვეყანა იყოს
დონალდ ტრამპი: ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება
შეგახსენებთ, ირანმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა ანბარის და ერბილის ტერიტორიაზე.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალი ქასემ სოლეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს.
