LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიბრძოლებთ, რომ ეს შემთხვევაც ისე დასრულდეს, როგორც ვაკის პარკი” – ნატა ფერაძე

დღეს ანას ბაღში გამართულ აქციაზე “პარტიზანი მებაღეების” წევრებმა მშენებლობის კედლებზე პლაკატები გააკრეს.

როგორც ნატა ფერაძეს ამბობს, რომ ეს პროტესტი ადგილობრივების გამარჯვებით რომ დასრულდეს, ამისთვის ყველაფერს იზამენ. 

,,ეს არის ამონაკრები, თუ რას იწვევს ჰაერის დაბინძურება და რას იწვევს დამახინჯებული კანონები. ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე მოირგო ამ ქვეყანაში მშენებლობის კანონები პანორამას მშენებლობისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობის თვითშეგნება გაიზარდოს. 

სკვერის გადასარჩენად მომხდარი დაპირიპირებისას დაკავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა - რას ედავება მათ პოლიცია

ადგილობრივი მოსახლეობა იქ 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ეს ცდება ამ ეზოს პროტესტს, ეს არის მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მინდა, იყვნენ ინფორმირებულები, თუ რას ვნებს უკანონო მშენებლობები. ვარკეთილის მოსახლეობა არის შემართებით და ყველანაირად გავუმაგრებთ მხარს, იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას, საგანმანათლებლო საქმიანობა პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევაც დასრულდეს ისე, როგორც დასრულდა ვაკის პარკი”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.