ანიტასთვის ჯგუფში უახლესი ამბავი ვრცელდება.
? ანიტას მდგომარეობა ისევ კრიტიკულ ფაზაშია, თუმცა ორგანიზმი ინარჩუნებს სტაბილურობას.
➡ გრძელდება დიალიზი და სისხლში გავრცელებული ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.
➡ ჯერ-ჯერობით ბავშვის შინაგან ორგანოებს უჭირთ ფუნქციონირება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გულის ამუშაობა, რომ სხვა ორგანოებზე დატვირთვა შემცირდეს. ამჟამად გულის ყველა ფუნქციას ჩანერგილი აპარატი ასრულებს.
➡ ბოლო კვლევის მიხედვით, აღარ აღინიშნება სოკოს ინფექცია, ნამდვილად დაძლეულია თუ არა ბაქტერია, ამის დასადგენად დღეს განმეორებით მოხდა სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
? ექიმი ბალაკრიშნანი აღნიშნავს, რომ ანიტას კონტაქტზე გამოსვლა და ის რომ მისი ნევროლოგია არ დაზიანებულა არის ძალიან საოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი.
? ყველას გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!
ეს წელი ჩვენი გამარჯვების იქნება! -წერენ ანიტას ოჯახის ახლობლები.
