LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და მიშა თითქმის 25 წელია ვმეგობრობთ” – მიშა ზაქარიაშვილი და ნინო ახვერდაშვილი დუეტის პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ საახალწლო ეთერში მიშა ზაქარიაშვილი და ნინო ახვერდაშვილი ესტუმრნენ, რომლებმაც ახალი დუეტის ,,მე და შენ ანუ შენ და მე” პრემიერა შემოგვთავაზეს.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როცა ორი კომპოზიტორი გაერთიანდით და ეს პროექტი წამოიწყეთ?

ნინო ახვერდაშვილი:

მივესალმები თქვენს ძვირფას რადიომსმენელებს, მინდა მოგილოცოთ ახალი 2020 წელი, გისურვოთ საუკეთესო და ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება წელს ინატროს ადამიანმა. მე და მიშა თითქმის 25 წელია ვმეგობრობთ, ძალიან მინდოდა, რომ დუეტი ჩაგვეწერა და გამოვიდა კიდეც. არანჟირება და ის ხაზი, რომელიც წაიყვანა მისამღერში ეკუთვნის მიშას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ერთობლივი სიმღერაა. რომ არა მიშა ეს სიმღერა ,,მე და შენ ანუ შენ და მე”, ასეთი ვერ გამოვიდოდა. იშვიათად ხდება, რომ მიშა ზაქარიაშვილი სხვის სიმღერას ასრულებს, ეს არის ჩვენი ძმობის, მეგობრობის დამსახურება.

სად შეხვდით ახალ 2020 წელს?

ნინო ახვლედიანი:

ახალ წელს ვხვდები ყოველთვის სახლში, ძალიან მიყვარს ოჯახური გარემო.

მიშა ზაქარიაშვილი:

მინდა, რომ „არ დაიდარდოს“ მოგილოცოთ ახალი წელი, ძალიან მიყვარხართ ეს ახალი წელი ყოფილიყოს ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი. გაგიკვირდებათ და ახალ წელს პირველად შევხვდი სახლში რამდენიმე წლის შემდეგ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მიშა: მაქვს ძალიან დიდი გეგმები, მარჯანიშვილის თეატრში ვაკეთებ სამ სპექტაკლს და ვარ მასზე გადართული,ძალიან მიყვარს ეს თეატრი ამიტომ მინდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად გამომივიდეს. ამ ეტაპზე არ ვაპირებ სიმღერის ჩაწერას.

ნინო: სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მზადდება ბევრი სიმღერა, იწერება პროგრამები, რომელსაც შეასრულებს სხვადასხვა მომღერალი. ეს წელი იმდენად კარგად დაიწყო, რომ დიდი იმედი მაქვს ამ წელში ბევრი პრემიერა მექნება. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც სიმღერას მე ვასრულებ, რადგან არ ვარ მომღერალი.

 

მიშა ზაქარიაშვილი და ნინო ახვერდაშვილი – ,,მე და შენ ანუ შენ და მე”

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მიშა ზაქარიაშვილი და ნინო ახვერდაშვილი. გადაცემა. ვიდეოკოლაჟი