LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია თბილისის შემოსასვლელთან – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისის შემოსასვლელთან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

ამ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.