LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმტის 70 მილიონიანი ნახატი რემონტის დროს იპოვეს – მას 23 წელი ეძებდნენ

ავსტრიელი მხატვრის – გუსტავ კლიმტის ერთ-ერთ ცნობილ ნახატს, როგორც იქნა, მიაგნეს. “ქალბატონის პორტრეტი” 23 წლის წინ დაიკარგა და ის მხოლოდ ახლა, გალერეის რემონტის დრო იპოვეს.  

გუსტავ კლიმტის ნახატი მებაღემ შემთხვევით იპოვა. ნამუშევარი ქალაქ პიაჩენცას მუზეუმიდან 1997 წელს გაუჩინარდა.

კლიმტმა “ქალბატონის პორტრეტი” 1916-1918 წლებში შექმნა და მისი ღირებულება 70 მილიონი დოლარია.

ავსტრიელი მხატვრის ერთ-ერთი ცნობილი ნახატია სახელწოდებით “კოცნა”, რომელიც ვენაში, ბელვედერის სასახლეშია დაცული.