მენაგვე მაიკლ ქეროლმა, 19 წლის ასაკში ლოტოს 1 ფუნტიანი ბილეთი იყიდა და ჯეკპოტი, 9,700,000 ფუნტი მოიგო. თუმცა ქეროლმა 10 წელიწადში მთლიანად გაანიავა მოგებული თანხა და დღეს, წლების შემდეგ ისევ მენაგვედ მუშაობს.
ის ფულს ყველგან ფლანგავდა: მეგობრებში, ნარკოტიკში, ბარებში, ქალებში.
მაიკლი, The Mirror-თან ინტერვიუში ამბობს: “არაფერს ვნანობ, ეს იყო საუკეთესო 10 წელი ჩემს ცხოვრებაში”.

მას ყველაფრის ახლიდან დაწყება სურს. მაიკლი ორ ოთახიან ბინას ქირაობს 500 ფუნტად და კვირაში 7 დღე მუშაობს მენაგვედ.
მაიკლ ქეროლი: “ხალხი ყოველთვის მეკითხება, რა შეგრძნებაა, როცა ამხელა თანხას კარგავ? მე ვპასუხობ, მე არ დამიკარგავს ფული, მე დავხარჯე ის”.



