LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და უსაფუძვლოს უწოდებს.

ვუთხარი, რომ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატეა – ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა (ვიდეო)

მეტიც, რობაქიძის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, რაზეც სახელმწიფო ინდპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 მარტს 15 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ,  დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულ რობაქიძეს სამ დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. არსებული ინფორმაციით, ის 2012-2017 წლებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, ამჟამად კი “ლელოს” წევრია.

“ეს ადამიანი ჩემმა მეუღლემ შენიშნა, რომელიც აგრესიულად იყურებოდა ჩემი მისამართით” – ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა ),მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ მუქარა) და 239 მუხლით მიმდინარეობს რაც ხულიგნობას გულისხმობს.

თავიდან რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს,მან 3დღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა.

“შვილებზე მუქარაც იყო”- ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს