LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. მას პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა”, – წერია შსს-ს განცხადებაში

ზუგდიდში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს

შეიარაღებული თავდასხმა პოლიციელზე - რა მოხდა ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე?

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაული სამიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.