“უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა,”- ამის შესახებ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალდებულმა პირმა განაცხადა.
ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში,მისივე განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე დაიბარეს. ის ამ წუთებში უწყებაში იკითხება. საქმით დაინტერესება რობაქიძემ ინსპექტორის სამსახურს თავად სთხოვა.
7 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული პირი ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე ზეწოლა განახორციელეს.
“ეს ადამიანი ჩემმა მეუღლემ შენიშნა, რომელიც აგრესიულად იყურებოდა ჩემი მისამართით” – ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე=
“რამოდენიმეჯერ ვცადე ალ,კო ტესტში ჩაბერვა, თუმცა შკალები არ ივსებოდა და ამ დროს გაღიზიანებულმა პირმა მუცელში ჩამარტყა. დამეწყო სისხლდენა და მოვითხოვე სასწრაფო, თუმცა არ გადამიყვანეს საავადმყოფოში.
უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა. 6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი,” განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
“შვილებზე მუქარაც იყო”- ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
