LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა“ – პრინცი ჰარის პირველი კომენტარი (ვიდეო)

პრინცი ჰარი სამეფო ოჯახიდან გასვლის შემდეგ პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგა. ის საქველმოქმედო ორგანიზაციის ღონისძიებაზე გამოჩნდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„პირველ რიგში, წარმომიდგენია, რა მოისმინეთ და წაიკიხეთ ბოლო კვირების განმავლობაში. ახლა კი მინდა, რომ ჩემგან სიმართლე მოისმინოთ. მინდა, რომ გესაუბროთ არა როგორც პრინცი, არამედ, როგორც ჰარი, რომელიც სამეფო ოჯახს 35 წელია აკვირდება. მე უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი თქვენგან, მათ შორის მაშინ, როდესაც მეგანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ ხვდებით, რომ ცხოვრების მეგზურად სწორედ ის ქალი შევარჩიე, რომელიც ჩემს ღირებულებებს იზიარებს. დაქორწინებისთანავე, ჩვენ მზად ვიყავით ყველა ტიპის სამეფო ვალდებულებებისთვის, თუმცა სამწუხაროდ ასე მოხდა. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, არ იყო მარტივი. ეს იყო თვეების მოლაპარაკებების შედეგი. ჩვენ გვინდოდა, დედოფლისთვის სამსახური ფინანსური დახმარებების გარეშე გაგვეგრძელებინა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა“, -ამბობს ჰარი.

თავის სიტყვაში პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანაც გაიხსენა და ხალხს მძიმე მომენტში მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. ამავე დროს, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის დარჩება ბებიის გულშემატკივარი და დედოფალ ელისაბეტს განსაკუთრებული ადგილი ექნება მის ცხოვრებაში.