საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ IOM-იმ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს თავის ოფიციალურ გვერდზე.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისი სტანდარტების აღჭურვილობა ექსპერტებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მიზანია კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობა.
ასევე განმარტებულია, რომ სამინისტროსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღნიშნული სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას.
63% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა – NDI
საჩუქრის გადაცემის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალგახსნილ შენობაში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს როგორც სამინისტროს, ასევე, ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/184921639371591/?tn-str=k*F
