LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა. შემთხვევა ღამით მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განმარტებით, მამაკაცს აფეთქების შედეგად, ქვედა კიდურები დაუზიანდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.​