LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარესი გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა. ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო. ავიარეისის გადადების მიზეზად არა ვირუსის საფრთხის ზრდა, არამედ ჩინური ახალი წელი სახელდება.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ “პირველ არხს” განუცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით გაუქმდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია  პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.

ვირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს - ელჩი

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საკმარისი რაოდენობის საკვები და თავს ნორმალურად გრძნობენ.

შეგახსენებთ, კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევბი ჩინეთის საზღვრებს გასცდა.ამერიკის, ტაილანდის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის გარდა ახალი ვირსუის შემთხვევები გამოვლინდა ევროპაშიც. საფრანგეთის ჯანდაცვის საინისტროს ინფორმაციით ინფიცირებულია ორი ადამიანი.კორონა ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაშიც.

ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,  სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება.კარანტინია გამოცხადებული ჩინეთის 18 ქალაქში.

კორონავირუსი ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ჯამში, ინფიცირებულების რაოდენობა 1,300-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს