LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის დასახმარებლად საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა და მშენებლობიდან გადმოვარდა – ლევან ჯახიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

26 წლის ლევან ჯახია, რომელიც კვიპროსში სამუშაოდ  წავიდა, მშენებლობიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანიტასთვის შექმნილ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ოჯახი საზოგადოებას დამხარებას სთხოვს.

“ეს ბიჭი ლევან ჯახიაა, რომელიც ოჯახის დასახმარებლად საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა!

‼ რამდენიმე დღის წინ იგი მშენებლობიდან გადმოვარდა და ამჟამად კიპრის ერთ-ერთ კლინიკაში, თავის მძიმე ტრავმით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

? მას ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია და უკვე ჩაუტარდა 9 461 ევროს ღირებულების კვლევები.

? ყოველდღიურად რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნა ოჯახს დაახლოებით 600 ევრო უჯდება.

? გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ამ ოჯახს, შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ლევანს და არ დავტოვოთ ეს ადამიანები მარტო ამ გასაჭირის პირისპირ!

? თბისი ბანკი, მიმღები: მარიამ ბუკია

#GE08TB7550245061100098

? საქართველოს ბანკი, მიმღები: ეკა ქვარაია

#GE48BG0000000161873546