ბარსელონაში გამართული კატალონიელი ტენორის, ფრანცისკო ვინასის სახელობის რიგით 57-ე კონკურსზე ნატალია ქუთათელაძემ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
1963 წლიდან დღემდე კონკურსმა არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ოპერის მომღერალი აღმოაჩინა, ამიტომაც ეს კონკურსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრამპლინად ითვლება საოპერო სფეროში მოღვაწე მომღერლებისთვის.
კონკურსში გამარჯვებულების კონცერტი 22 მაისს მადრიდში გაიმართება.
https://www.facebook.com/150804381742339/posts/1531117447044352/
