LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან მაღალია კონფლიქტების, მოტყუების და ქურდობის ალბათობა. არ ღირს საიდუმლოს გამხელა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ენდეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს და არ აჰყვეთ ილუზიებს.

მამაკაცების საყურადღებოდ! მოუსმინეთ ქალბატონებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები, რადგან დღევანდელ დღეს სწორედ მათ შეუძლიათ მოვლენების ობიექტურად შეფასება და მომავლის ზუსტად განჭვრეტა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებირივი და საქველმოქმედო, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების, საიუბილეო და სადღესასწაულო საღამოების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ფეხის კუნთებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი, ქალწული და მორიელი.