თბილისის მერია, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე თბილისის შესახებ საიმიჯო ვიდეოს მოამზადებს, რომელშიც აისახება დედაქალაქის ქუჩები თავისი ისტორიული ნაწილით, კულტურული მემკვიდრეობებით და თანამედროვე ნაგებობებით.
“ფორტუნასთან” სატელეფონო საუბარში, მერიიდან განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ ვიდეოკლიპთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გაიმართა რამდენიმე კომპანიასთან. ბაზარზე მოქმედ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია მერიის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო კომპანიებმა რამდენიმე დღეში უნდა წარადგინონ შესაბამისი შინაარსის იდეები.
მერიაში დაგვიდასტურეს, რომ საიმიჯო კლიპის დამზადებაში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ვიდეორგოლის ხანგრძლივობა კი 2,5 წთ-დან 4 წუთამდე იქნება.
ვიდეორგოლის ჩვენება 2020 წლის 17 მარტს სტრასბურგში იგეგმება.
