LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა – ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს

28 წლის ბრიტანელ მოგზაურს, როიან კემპბელს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა.

“არ მეგონა თუ ეს მოხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ველოსიპედი დამიბრუნეს. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა”, – აცხადებს როიან კემპბელი.

შეგახსენებთ, თბილისში ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 25 იანვარს გავრცელდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. როიან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა.

ბრიტანელ ტურისტს, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოპარეს, ერთ-ერთი ქართული კომპანია დაასაჩუქრებს

თუ ვერ იპოვიან მოგზაურის კუთვნილ ტრანსპორტს Bikes.ge მას ახალ ველოსიპედს აჩუქებს.

შსს-ს ინფორმაციით, ველოსიპედი ცოტნე დადიანის ქუჩაზე იპოვეს.

 

საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით გრძელდება.

უამრავი საჩუქარი ბრიტანელი ტურისტისთვის, მოპარული ველოსიპედის სანაცვლოდ – ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა